8 იანვარს რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივი-რიჰსა და ნოვომოსკოვსკში იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა, მათ შორის, ხუთი ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კრივი-რიჰში რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ სავაჭრო ცენტრი და 20-ზე მეტი სახლი დააზიანა. თავდასხმა ასევე მოხდა ერთ-ერთ თემში, კრივი-რიჰის მახლობლად, რის შედეგადაც 62 წლის ქალი დაიღუპა. რუსეთის ძალების თავდასხმამ სახლი გაანადგურა.
გარდა ამისა, სამი ადმინისტრაციული შენობა, ორი ბენზინგასამართ სადგური, ხუთსართულიანი შენობა და მანქანა დაზიანდა, როდესაც რუსეთმა ნოვომოსკოვსკს, დნიპროს ჩრდილოეთ გარეუბანს დაარტყა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 24 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვი. ისინი 4-დან 17 წლამდე არიან.