პოლიციამ ისრაელის პარლამენტთან აქცია დაშალა

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ქნესეთთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ქნესეთის შესასვლელს ბლოკავდნენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.


იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ შეკრებილები მთავრობას გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისრაელის მთავრობა უმოქმედობას იჩენს, მძევლების გათავისუფლებაზე არ ზრუნავს, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და სახელმწიფოს ბიუჯეტს პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.