კიმ ჩენ ინს დღეს, სავარაუდოდ, 40 წელი შეუსრულდა - Reuters

კიმ ჩენ ინის დაბადების დღედ 8 იანვარი ითვლება, თუმცა მის რეჟიმს ეს თარიღი არასოდეს დაუდასტურებია. აშშ-ის მთავრობამ მის დაბადების წლად 1984 წელი დაასახელა, რის მიხედვითაც, ჩრდილოთ კორეის ლიდერს 40 წელი შეუსრულდა.


Reuters-ი წერს, რომ კიმ ჩენ ინის წინამორბედი მმართველების, მისი მამისა და ბაბუის დაბადების დღეები ავტორიტარულ სახელმწიფოში ეროვნულ დღესასწაულებ არის გამოცხადებული, თუმცა მოქმედლი ლიდერის სავარაუდო დაბადების თარიღს მედიაც არ მოიხსენიებს.


ყველაზე ახლოს ჩრდილოეთ კორეაში, ლიდერის დაბადების  დღის თარიღზე 2020 წლის იანვარში მიანიშნეს. მაშინ ფხენიანმა აღიარა, რომ კიმ ჩენ ინმა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან დაბადების დღის მილოცვა მიიღო, თუმცა, ზუსტი თარიღი არ უხსენებიათ.

წელს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ აჩვენა კადრები, რომლის მიხედვით კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან და მაღალჩინოსნებთან ერთად ქათმის ფერმას სტუმრობდა.