Reuters-ის ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, ვისამ ტავილი დაიღუპა. სააგენტო ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვისამ ტავილი, ჯგუფის ელიტარული რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილზე სოფელ მაჯდალ სელმში დარტყმა განხორციელდა.