უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, დონეცკის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული TIRADA-2 ორბიტალური სატელიტური კომპლექსი გაანადგურეს.
სისტემა საკომუნიკაციო თანამგზავრების მწყობრიდან გამოსაყვანად არის შექმნილი. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა ხსენებული სისტემის განვითარება 2018 წლის შემოდგომაზე დაასრულეს, ხოლო 2019 წლის გაზაფხულზე TIRADA-2 დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონშიც დააფიქსირეს.