აშშ-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ ხომალდს ტექნიკური პრობლემები შეექმნა

აშშ-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ ხომალდს, აფრენიდან 7 საათში, ტექნიკური პრობლემები შეექმნა. განცხადებას კომპანია ავრცელებს, რომლის თანახმად, კოსმოსურმა ხომალდმა "ანომალია" განიცადა. ბატარეების დატენვისა და ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობის გარეშე, მისია ვერ გაგრძელდება.


„გუნდი რეაგირებს რეალურ დროში სიტუაციის განვითარებასთან ერთად და მოგაწვდით ინფორმაციას დამატებითი მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის შემდეგ," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აშშ-ში მთვარის მიმართულებით პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი 8 იანვარს გაუშვეს.