საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის პრემიერი ბორნი თანამდებობიდან გადადგა, მაკრონი ახალ მთავრობას დააკომპლექტებს.

„ქალბატონმა ელისაბედ ბორნმა დღეს მიმართა პრეზიდენტს, რომელმაც განცხადება დააკმაყოფილა,“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა პრემიერს „ერის სამსახურში ყოფნისთვის, რომელიც ყოველდღე სამაგალითო იყო.“

Reuters-ი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი საპენსიო რეფორმის ირგვლივ გამოწვეული კრიზისიდან ერთი წლის შემდეგ იცვლება. 62 წლის ასაკში ბორნი მხოლოდ მეორე ქალი იყო, რომელიც ამ პოსტზე მუშაობდა.