ზელენსკი: რუსეთი ტერორისთვის საფასურს გადაიხდის და უკრაინის პასუხს აუცილებლად იგრძნობს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური შეტევების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დატვირთულ დღეებს აანონსებს.


„დღეს მე გავმართე შეხვედრა ჩვენი შემდგომი საერთაშორისო დღის წესრიგის შესახებ - ეს თვე იქნება მოვლენებით სავსე ჩვენი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას. ასევე, ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის დრონების თაობაზე.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალ სანქციებზე: რუსეთზე ზეწოლის არქიტექტურა უნდა გაძლიერდეს. და კიდევ ერთი პრიორიტეტია პრაქტიკული გადაწყვეტილებების დაჩქარება რუსული აქტივების უკრაინის ინტერესებში გამოყენებისა და მათი შემდგომი კონფისკაციის შესახებ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ტერორისტმა ყველაზე მეტი ზარალი უნდა გადაიხადოს და რუსეთი გადაიხდის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორივეს - სანქციებისთვის ნებისმიერი გვერდის ავლის სქემის აღმოფხვრას და სანქციების გამკაცრებას. 

რუსეთზე სანქციების ზეწოლის არქიტექტურა უნდა გაძლიერდეს. კიდევ ერთი პრიორიტეტული ამოცანაა რეალური გადაწყვეტილებების მიახლოება უკრაინის ინტერესებში რუსული აქტივების გამოყენების, ასევე, მათი შემდგომი კონფისკაციის შესახებ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ტერორისტმა უნდა გადაიხადოს თავისი ტერორით მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი და რუსეთი გადაიხდის," - განაცხადა ზელენსკიმ.

  • მან აღნიშნა, რომ დღეს, დილა, „სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაიწყო მასიური სარაკეტო შეტევით.“

„დაშავებულია 45 ადამიანი, ამ დროისთვის კი დაღუპულია ოთხი ადამიანი. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს! ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად იგრძნობს ჩვენს პასუხს,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.