უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ დრონების მწარმოებელი რუსული კომპანიის, 2016 წლიდან სანქცირებული „სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრის“ საიდუმლო დოკუმენტაცია მოიპოვა.
უკრაინის ცნობით, ეს კომპანია აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს, „ორლანს“, რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებებს და სხვა სამხედრო პროდუქციას.
„მოპოვებულია 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 100 გიგაბაიტი საიდუმლო მასალები, რომელთა შორისაა ნახაზები, ტექნიკური ამოცანები, პატენტები და პროგრამული უზრუნველყოფა. უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ დოკუმენტებს უკვე იყენებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასასუსტებლად“, იუწყება სამხედრო დაზვერვა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოპერაციის დროს და სხვა დეტალებს არ ასახელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ერთ-ერთი საწარმოს საიდუმლო დოკუმენტების მოპოვება შესაძლებელი გახდა „სამოქალაქო საზოგადოების პატრიოტ წარმომადგენლებთან და მედიასთან ეფექტური ურთიერთქმედებით."