ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერი ციხიდან გაიქცა. ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„მე ახლახან საგანგებო მდგომარეობის განკარგულებას მოვაწერე ხელი, რათა შეიარაღებულ ძალებს ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა ჰქონდეთ. დასრულდა ის დრო, როდესაც ნარკორეალიზატორები, მკვლელები და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები მთავრობას კარნახობდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა,“ - აღნიშნა ეკვადორის პრეზიდენტმა.