ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო გომელის რეგიონში ახალ სამხედრო ქალაქს აშენებს. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულდება 2024 წლის მარტში იგეგმება.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია რადიო თავისუფლების ბელორუსის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამშენებლო მოედნის ზუსტი ადგილმდებარეობა ოფიციალურად არ არის გამჟღავნებული. თუმცა, მედიის წყაროების თქმით, გომელის რაიონში, ყოფილ პიონერთა ბანაკ „ჩაიკაში“ სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობდა. ეს არის დაახლოებით შუა გზა გომელის რეგიონულ ცენტრსა და რიჩიცის რაიონულ ცენტრს შორის. მედია წერს, რომ აქედან გზა უკრაინის საზღვართან მიდის.
ჟურნალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ ახალი სამხედრო ობიექტის მშენებლობა შესაძლოა, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 2022 წლის მაისში გაკეთებულ განცხადებებთანაც იყოს დაკავშირებული. მაშინ ლუკაშენკო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში „სამხრეთის ოპერატიული სარდლობის“ შექმნის შესახებ საუბრობდა.
ცნობისთვის, ბელორუსს ევროკავშირი, აშშ და უკრაინის პარტნიორები რუსეთის მიერ წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევენ, რადგან სწორედ მისი ტერიტორია გამოიყენა რუსეთმა უკრაინაზე იერიშების მისატანად.