სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენება აიკრძალება

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა.

სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 208 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას მინისტრთა ეროვნული კაბინეტის საბჭო დაამტკიცებს და პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი ხელს მოაწერს.


კანონპროექტის მიხედვით, ადამიანების მიერ ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენებისთვის ძაღლების მოშენება, ვაჭრობა და რეალიზაცია 2027 წლიდან აიკრძალება. მიღებული კანონის დარღვევა 2-3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.