ნორვეგია მსოფლიოში სავარაუდოდ, პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ზღვის ფსკერიდან მინერალების მოპოვებას დაუშვებენ - BBC

BBC-ის ცნობით, ნორვეგია მსოფლიოში სავარაუდოდ, პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ზღვის ფსკერიდან მინერალების მოპოვება ნებადართული იქნება. გარემოს დამცველები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ეს შეიძლება, ეკოსისტემისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.


პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა ეხება ნორვეგიის წყლებს, მაგრამ საერთაშორისო წყლებში სამთო მოპოვების შესახებ შეთანხმება ასევე შეიძლება, მიღწეული იყოს წელს. მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა დაბრკოლების გარეშე ჩაივლის. ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ საკითხს სიფრთხილით ეკიდება და ლიცენზიების გაცემას მხოლოდ შემდგომი გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარების შემდეგ დაიწყება.

გადაწყვეტილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში 280 000 კვადრატულ კილომეტრზე ზღვის ფსკერიდან მინერალების, მათ შორის ძვირფასი მეტალების, მოპოვება დაიშვება.