ესპანეთი უკრაინაში სამედიცინო დახმარებისა და პაციენტების ევაკუაციისთვის ორ ჯავშანმანქანას აგზავნის.
„ესპანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში, ვიდრე ეს საჭირო იქნება,“ - აღნიშნულია ესპანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ 46 მილიონ ევროს გადააჭარბა. ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნებს უტარებს.