სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ისრაელთან კონფლიქტში ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღს იყენებდა. ამის დასტურად მოჰყავთ ახალი ფოტოები, რომლებზეც იარაღს კორეული სიმპბოლოები აქვს.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ამერიკის ხმას განუცხადა, მტრის იარაღზე ინფორმაციის შეგროვებისას აღმოაჩინეს ათიათასობით ჩრდილოეთ კორეული იარაღი.
მისი თქმით, „ჰამასმა“ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ძრავებისგან ააწყო იარაღი, რომელიც დიდი ზიანის მიყენების შესაძლებლობას იძლევა. ჩრდილოეთ კორეამ უარყო, რომ მისი იარაღი „ჰამასმა“ გამოიყენა. ასევე პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ამარაგებს ბალისტიკური რაკეტებით, რომლითაც მოსკოვმა უკრაინას 30 დეკემბერსა და 2 იანვარს შეუტია. შესაბამისი განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს გააკეთა. მანამდე კი, 2023 წლის ოქტომბერში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლის თანახმად, იარაღით დატვირთული 1000-ზე მეტი კონტეინერი ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა.