რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით იერიში იყო. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ეყრდნობა, ოპერაცია უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა.
რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის მტკიცებით, ქალაქის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი საწვავის ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს შეეჯახა, თუმცა ხანძარი სწრაფადვე ჩააქრეს. უკრაინული მედია წერს, რომ ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.