სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში დაღუპული ჟურნალისტების საქმეებს გამოიძიებს. ნიუ-იორკში დაფუძნებული ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ცნობით, ისრაელი - „ჰამასის“ ომის დროს სულ მცირე, 79 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა პალესტინელია.
ჟურნალისტების სიკვდილის ბოლო შემთხვევების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ის "ღრმად შეშფოთებულია ღაზის სექტორში დაღუპული მედიის თანამშრომლების მაღალი რიცხვის გამო.
მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფმა, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), ნოემბერში განაცხადა, რომ ჟურნალისტების დაღუპვის გამო, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
„ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა მოაწყო. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.