გაეროს შეფასებით, 14,6 მილიონზე მეტ ადამიანს - უკრაინის მოსახლეობის 40%-ს, წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება, იტყობინება გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (OCHA).
ამ რიცხვში არ შედის 6,3 მილიონი უკრაინელი, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, იძულებულნი გახდნენ, საზღვარგარეთ გაქცეულიყვნენ.
ორგანიზაციის სპიკერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი წლის პირველმა კვირამ უკრაინას მოუტანა თავდასხმების ახალი ტალღა, რომელიც წინა წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი, დაშავება და მათი სახლების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნგრევა ყოველდღიური მოვლენაა.
„უწყვეტი, ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაცია დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს,“ - აღნიშნა სპიკერმა.
რუსეთი უკრაინაში ორი წლის წინ, 2024 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.