ევროკავშირი „უკრაინისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს,“ - ეს განცხადება ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ გააკეთა. ბელგიამ ევროკავშირის თავმჯდომარეობა ახლახან გადაიბარა.
პრეზიდენტობა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის როტაციის პრინციპს ეფუძნება და თავმჯდომარეობა ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება.
ესპანეთი ამ პოზიციას 31 დეკემბრამდე იკავებდა.
დე კროომ ასევე განაცხადა, რომ ესაუბრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც „უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის შენარჩუნებას“ დათანხმდა.