პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ დაკავების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა.

„როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე,“ - ნათქვამია კამინსკის განცხადებაში.


9 იანვრის საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

მისი დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა.