უკრაინა მტრის ელექტრონული ომის სადგურის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინული მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების პასუხისმგებლობის ზონაში, მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, უკრაინის დამცველებმა 27 ოკუპანტი და ვიდეოთვალთვალის სისტემა, ელექტრონული ომის სადგური (EW) და სადამკვირვებლო პუნქტები გაანადგურეს. 


გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალების დანაკარგებშია ასევე ერთი გაურკვეველი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

გარდა ამისა, განადგურდა მტრის ორი სადამკვირვებლო პუნქტი. როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციაშია ნათქვამი, “2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით დაახლოებით 366,790 რუსი დამპყრობელია განადგურებული, მათ შორის, 800 ოკუპანტი - მხოლოდ გასულ დღეს.“