გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით არის ორპარტიული და არა საკამათო, როგორც აშშ-ში, და რომ გაერთიანებული სამეფო მზადაა, უკრაინას დაეხმაროს მრავალი წლის განმავლობაში.
ქემერონის კომენტარი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, რაც მისი პირველი გამოსვლა იყო ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ.
2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა რამდენად შეიძლება, რომ ზიანი მიაყენოს დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი, ქემერონი პასუხობს, რომ დარწმუნებულია, დიდი ბრიტანეთი შეძლებს უზრუნველყოს თავისი გრძელვადიანი ვალდებულება, რადგან ეს არ არის „ბრიტანეთის პოლიტიკაში კამათის საკითხი.“
„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას 2024, 2025, 2026 წლებში, რადგან ეს აბსოლუტურად ჩვენი თაობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ბრიტანელმა მინისტრმა.
როგორც ქემერონი აღნიშნავს, ის „საკმაოდ დარწმუნებულია", რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ დაამტკიცებს პაკეტს, რომელიც რესპუბლიკელებმა მანამდე დაბლოკეს.
უკრაინის ამ დახმარების საკითხი სავარაუდოდ, მომავალ კვირებში გაირკვევა.