ზელენსკი: პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე ჩვენ არ დავასრულებთ მას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინი გაჩერებას არ აპირებს და თუ უკრაინა ვერ გაძლებს, სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება, იქცნენ პუტინის შემდეგ სამიზნედ.

„მას ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს.


„ის (პუტინი) არ დაასრულებს ამ (ომს), ვიდრე ჩვენ ყველა ერთად არ დავასრულებთ მას,” - განაცხადა ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ ”ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება, იყვნენ შემდეგნი”, თუ უკრაინა ვერ გაძლებს.