ხარკოვში პირველი მიწისქვეშა სკოლა გაიხსნება

ხარკოვში პირველი მიწისქვეშა სკოლა შესაძლოა, ამ მარტში გაიხსნას. ხარკოვის მერის იჰორ ტერეხოვის პროგნოზით, ქალაქის ინდუსტრიული რაიონის პირველ მიწისქვეშა სკოლაში გაკვეთილები მარტში დაიწყება. მან მანამდე პირობა დადო, რომ სკოლის მშენებლობა ახალ წელს დასრულდებოდა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ქალაქის დაბომბვის, ყინვისა და უამინდობის მიუხედავად, მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.


ეს პროექტი ქალაქის ბიუჯეტს 58 მილიონი UAH [დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი] დაუჯდება. ქალაქის ინდუსტრიულ ოლქში მდებარე სკოლა 450 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. სკოლაში ორი ცვლა იქნება, რათა ხარკოვის უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს სწავლა. ეს ნიშნავს, რომ მიწისქვეშა სკოლაში ყოველდღიურად, 900 მოსწავლეს შეეძლება სწავლა. ტერეხოვმა აღნიშნა, რომ პირველი მიწისქვეშა სკოლის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში შემდეგი სასწავლო დაწესებულების მშენებლობაც დაიწყება.