„ალ-შაბაბმა“ სომალიში, გაეროს ვერტმფრენი ჩაიგდო ხელში - BBC

შეიარაღებულმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ სომალიში გაეროს ვერტმფრენი ჩაიგდო ხელში. BBC-ის ცნობით, მასში რვა - როგორც მგზავრები, ისე ეკიპაჟის წევრები იყვნენ. ვერტმფრენი ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სომალის ცენტრალურ ნაწილში დაეშვა.

„ალ შაბაბი“ სამხრეთ და ცენტრალურ სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებს.


ვერტმფრენში რამდენიმე უცხოელი და ორი ადგილობრივი იმყოფებოდა, განუცხადა სომალის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიორმა ჰასან ალიმ სააგენტო Reuters-ს.

”მას ასევე გადაჰქონდა სამედიცინო მარაგი და უნდა გადაეყვანა დაშავებული ჯარისკაცები გალგუდუდის რეგიონიდან,” - აღნიშნა ალიმ. ვერტმფრენი ქალაქ ვისილში მიემართებოდა, ის ალ-შაბაბის წინააღმდეგ წარმოებული შეტევის ფრონტის სიახლოვეს დაეშვა.


გაეროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. BBC წერს, რომ სომალის მთავრობამ ბოლო თვეებში გააძლიერა ბრძოლა ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის წინააღმდეგ.

ალ შაბაბი შეერთებულმა შტატების, გაერთიანებულმა სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.