ენტონი ბლინკენი: წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბაჰრეინში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას “შედეგები მოყვება.”

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რეგიონული კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასარიდებლად “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გავცეთ ისეთ რამეს, როგორიცაა „ჰუსიტების“ მხრიდან მომავალი აგრესია.”


ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰუსიტების“ თავდასხმების მიერ შექმნილმა საფრთხემ საერთაშორისო კოალიცია შეკრა, რომელიც ამას დაუპირისპირდება.

“არ დავწერ და წინასწარ არ განვიხილავ რამეს, რაც შეიძლება, მოხდეს. ნათელი გავხადეთ, სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ნათლად ვამბობდით, რომ თუ ეს გაგრძელდება, როგორც გუშინ მოხდა, ამას შედეგები მოჰყვება,” - განაცხადა ბლინკენმა.