გაეროს უშიშროების საბჭო, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს

ნიუ-იორკში, 10 იანვარს გამართულ სხდომაზე, იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 11-მა, რითაც გაეროს უშიშროების საბჭომ იემენელი მეამბოხეებისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები. რეზოლიციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა.


გაეროს უშიშროების საბჭო კატეგორიულად გმობს სატვირთო გემებზე იემენში მოქმედი ჰუსიტი მეამბოხეების თავდასხმებს, რაც ხელყოფს საერთაშორისო სამართალს, აფერხებს საერთაშორისო ვაჭრობას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.


უშიშროების საბჭო მეამბოხეებისგან მოითხოვს 2023 წლის ნოემბერში დატყვევებული იაპონური გემის, Galaxy Leader-ის და მისი ეკიპაჟის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც.

იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.