ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში უკრაინამ ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა, მედიკამენტები და ბავშვთა საკვები საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღო. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა.
სასწრაფო დახმარების მანქანებს შეუძლია პაციენტების გადაყვანა ძნელად მისადგომი ადგილებიდან გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად. სამინისტროს ცნობით, ამჯერად სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარება USAID-ის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობის, Direct Relief-ისა და ნორვეგიის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს.