გაეროს სააგენტოები საერთაშორისო დონორებს უკრაინის დახმარების დასაფინანსებლად, 3,1 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გაეროს მაღალჩინოსანმა უშიშროების საბჭოს 10 იანვარს განუცხადა.
„უკრაინაში ომი მოითხოვს ჰუმანიტარული საჭიროებების მაღალ დონეს, ფინანსური მხარდაჭერა უნდა იყოს მდგრადი,” - განუცხადა უშიშროებას გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ოპერაციებისა და ადვოკატირების განყოფილების დირექტორმა ედემ ვოსორნუმ.
„2024 წელს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დონორს, კიდევ ერთხელ გააძლიერონ მხარდაჭერა და დაეხმარონ უკრაინელ ხალხს,“ - განაცხადა გაეროს მაღალჩინოსანმა.