ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებს

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს 11 თებერვლამდე აგრძელებს. ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარი რანტანენი ავრცელებს.

„ფინეთისთვის ეროვნული უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება,“ - განაცხადა მარი რანტანენმა.


ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება ფინეთში მცხოვრებ რუსებსა და ორი ქვეყნის პასპორტის მფლობელებზე უარყოფითად მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 ნოემბერს, თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი ნაკადის გამო, ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად დაკეტა.