კიევის მთავრობა ელის, რომ მისი პარტნიორები სრულყოფილად შეასრულებენ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ტყვიის მიწოდების შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინა პარტნიორებისგან "ძალიან პრაქტიკულ რამეებს" ელის: გადაწყვეტილებას საარტილერიო პაკეტზე. პაკეტი სრულად არ მიგვიღია და დღეს ესტონეთის ინიციატივა (ჭურვების წარმოების გაზრდის შესახებ - რედ.) იძლევა შესაძლებლობას, ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნების ლიდერებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას.
თუ სერიოზული ლიდერების სიტყვა ღირებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ღირს, მაშინ მათ უნდა დაიცვან ის გადაწყვეტილებები, რომლებიც თავად მიიღეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია შედეგის მიღწევა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება პირველ თებერვალს უნდა იყოს მიღებული.
„აქედან გამომდინარე, ესტონეთის ხმა უკრაინის სასარგებლოდ ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ზელენსკიმ.