უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მტკიცებულებები უკრაინულმა მხარემ ბოლო დღეებში მოიპოვა. „წინასწარი სამეცნიერო და ტექნიკური ექსპერტიზის შედეგები ადასტურებს, რომ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე 2 იანვარს გაშვებული რაკეტა არის ჩრდილოეთ კორეის მიერ შემუშავებული მცირე რადიუსის რაკეტა,“ - განმარტავს კოსტინი.
გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მსგავსი დასკვნები მიიღეს გენერალური პროკურატურის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სამხედრო ექსპერტებმაც. ექსპერტები იმყოფებოდნენ რაკეტის დარტყმის ადგილებზე და ჩაატარეს რაკეტის ნაწილების წინასწარი შემოწმება და ანალიზი. კოსტინი ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საკომისიო ექსპერტიზა. სავარაუდოდ, საბოლოოდ დადასტურდება ეს ფაქტი.
-
NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი
-
აშშ, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ