თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა რისთვისაც დაფინანსება იყო გამოყოფილი.
კირბის თქმით, ასეთი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა.
„დიახ. ჩვენ გავეცით მარაგში არსებული დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც დაფინანსება გვქონდა,“ - აღნიშნა კირბიმ.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განცხადებით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარება შეჩერებულია და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს.
„დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით, ახლა უკვე შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა იმოქმედოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნაზე, რათა შემდგომი დაფინანსება მივიღოთ,“ - განმარტა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინას დახმარება ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით კი ზამთრის თვეებში.