ევროპა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაძლებს, თუ ის არის ერთიანობას აჩვენებს და საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებს განავითარებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპის კონტინენტი მხოლოდ მაშინ გაძლებს, თუ ის აჩვენებს ერთიანობას და არა ამბიციების შეჯახებას.
„ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ ერთიანობის უმაღლესი დონე. და მე მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, თუ როგორ იცავთ ამ ერთობას,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა თავდაცვითი საწარმო, რომელიც ამჟამად არსებობს ან შეიძლება შეიქმნას ევროპაში, რათა დაეხმაროს ევროპას თავისი თავისუფლების დაცვაში, უნდა ფუნქციონირებდეს სრული სიმძლავრით.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იმისთვის, რომ უკრაინამ გაუძლოს წელს, აუცილებელია, რუსეთს ომის გაყინვის საშუალება არ მისცეს.
„როდესაც ვინმე მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას, ან ფიქრობს, რომ ეს ალბათ კარგი იქნება, ან ნამდვილად იმედი აქვს, რომ დაიცავს მათ, სამწუხაროდ, ეს არის ზღაპარი, რომელიც არასოდეს ახდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.