დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ახალი პაკეტის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
„დიდი ბრიტანეთს დღეს სურს, რომ უკრაინისთვის ომის დაწყებიდან თავდაცვითი დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს, რომლის ღირებულებაც 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ($3,19 მილიარდი) ეს ნიშნავს - მეტ უსაფრთხოებას, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს, რაკეტებს, ასობით ათას ახალ საარტილერიო ჭურვს, წვრთნას ათასობით უკრაინელი სამხედროსთვის,” - განაცხადა სუნაკმა.
რიში სუნაკი უკრაინაში დღეს ჩავიდა.