4 უკრაინელი მეზღვაური „ჰუსიტების“ ტყვეობაშია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „ჰუსიტებს“ ოთხი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • „ჩვენი ოთხი მეზღვაური ჰუტებს ტყვედ ჩაუვარდა. ჩვენ ვიმუშავებთ მათ დაბრუნებაზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წითელი ზღვის რეგიონში თავისუფალი ნაოსნობის უსაფრთხოება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გავლენას ახდენს უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.