აშშ-მ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ დღეს განხორციელებული დარტყმების მიზანს „ჰუსიტების“ სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რათა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლონ.
შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.