საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟორნემ კიევში ჩასვლისას განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.
„კრიზისების მატების მიუხედავად, უკრაინა არის და დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად. ჩვენ არ ვიყოყმანებთ, ჩვენი მონდომება უცვლელი რჩება, ისევე როგორც, უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით ჩვენი აღტაცება,“ - განაცხადა სტეფან სეჟორნემ.