ბაიდენის თქმით, აშშ-ს “ჰუსიტების“ საკითხზე ირანთან კერძო კომუნიკაცია ჰქონდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა კერძო გზავნილი გაუგზავნა თეირანს იემენში განთავსებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების“ საკითხზე, რომლებიც წითელ ზღვაში თავს ესხმიან საერთაშორისო ხომალდებს.


ამ განცხადებამდ აშშ-მ და სხვა ძალებმა მეამბოხეების სამიზნეს მეორედ დაარტყეს. ბაიდენის მიერ ნახსენები გზავნილის შესახებ დეტალები დაკონკრეტებული არ არის.

აშშ-სა და ირანს შორის ოფიციალური დიპლომატიური კავშირები არ მოქმედებს. 1979 წლიდან ორ ქვეყანას შორის საკითხებს, თეირანში განთავსებული შვეიცარიის საელჩო აგვარებს.


იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ.