მმართველი პარტიის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.
კერძოდ, „სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს სთავაზობს ორი ქვეყნის სასაზღვრო ზოლიდან სამხედრო შენაერთების ერთდროულად და თანაბრად გაყვანასა და სასაზღვრო რაიონების დემილიტარიზაციას, თუმცა ფაშინიანის თქმით, ბაქო უარზეა.
„შემიძლია, კიდევ ერთი წინადადებით გამოვიდე. მოდით, გავაფორმოთ შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეიარაღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიონ და ჰქონდეთ საშუალება, მისი შესრულება აკონტროლონ,” – განაცხადა ფაშინიანმა.