ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი კომპრომისზე არ წავა.
„რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება… გამარჯვებისკენ გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით!” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელს “ვერავინ ვერ გააჩერებს.”
ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ „ეს არამხოლოდ ჩვენი, არამედ, თქვენი ომიცაა."
ცნობისთვის, აშშ-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს. „ჰამასმა“ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.