რუს მართლმადიდებელ მღვდელს უკრაინაზე გამარჯვებისთვის ლოცვაზე უარის თქმის გამო გაძევება ემუქრება.
რუსეთის ეკლესიის შეფასებით, ალექსი უმინსკიმ დაარღვია ფიცი და უარი თქვა „ლოცვა წმიდა რუსეთისთვის“ წაკითხვაზე, რომელიც ეკლესიამ სავალდებულო გახადა ღვთისმსახურების დროს.
მღვდელ ალექსეი უმინსკის საწინააღმდეგო ვერდიქტი ხელმოწერისთვის გაეგზავნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, პატრიარქ კირილეს.
უმინსკიმ გამოცემა Meduza-ს უპასუხა, რომ - "ჩემი პრინციპული პოზიციაა კომენტარის არ გაკეთება."
სამოქალაქო პირებთან ერთად, რუსეთში არაერთი სასულიერო პირი მოექცა ზეწოლის ქვეშ ომის საწინაღმდეგო პოზიციების გამოხატვისთვის