უკრაინას სჭირდება მეტი თავდასხმის თვითმფრინავი საბრძოლო ოპერაციებისთვის - გენერალი სირსკი

უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო თვითმფრინავი საბრძოლო ოპერაციებისთვის, როგორიცაა, ამერიკული A-10 თავდასხმის თვითმფრინავი ქვეითების დასახმარებლად და თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ შორი მანძილის საკრუიზო რაკეტების გაშვება, განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ Reuters-თან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ რუსული ძალები განუწყვეტლივ უტევენ ფრონტის რამდენიმე ნაწილზე, უკრაინული ძალები ახორციელებდნენ მცირე კონტრშეტევებს.

უკრაინამ მოკავშირეებს სთხოვა, დააჩქარონ საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება.

„მიუხედავად იმისა, რომ უპილოტო თვითმფრინავები სულ უფრო გავლენიანნი არიან ბრძოლის ველზე, არტილერია არის საყრდენი ორივე არმიისთვის და უკრაინამ უნდა დააბალანსოს სხვადასხვა კალიბრის ჭურვების გამოყენება არსებული მარაგის საფუძველზე,“ აღნიშნავს სირსკი.