ვლადივოსტოკის ყოფილ მერს ოლეგ გუმენიუკს, რომელსაც კორუფციის ბრალდებით 12 წელი ჰქონდა მისჯილი, სასჯელის ბოლომდე მოხდა აღარ მოუწევს. მან ომში წასვლის სურვილი გამოთქვა. „კომერსანტი“ პატიმარის ადვოკატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შესაბამისი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა.
ადვოკატის ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, ოლეგ გუმენიუკი სამხედრო კომისარიატში 22 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო და მსჯავრდებული ფრონტისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთ პოლიგონზე უნდა გაეგზავნათ.
ვლადივოსტოკის ყოფილი მერი სასჯელს სოფელ ვოლჩანეცში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა.
ოლეგ გუმენიუკმა მერის პოსტი 2021 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი მისამართით გაკეთდა მკაცრი განცხადებები საბავშვო ტექნოპარკის რემონტის ხარისხთან დაკავშირებით.