უკრაინა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს: ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ

უკრაინა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!“ წერს უკრაინის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

დღეს, 14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, 2004 წელს მიიღო. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.