ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა - სეული

ჩრდილოეთ კორეამ 14 იანვარს ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ, რაც ერთი თვის განმავლობაში მისი მხრიდან რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა - სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ რაკეტის გაშვების ფაქტი დღეს დაფიქსირდა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.


თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტროც აცხადებს, რომ აქვს ცნობა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვებაზე, დეტალები არც მის განცხადებაშია მითითებული.

ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ეს რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც 18 დეკემბერს მან გამოსცადა თავისი ყველაზე მაღალტექნოლოგიური იარაღი - Hwasong-18-ი, მყარ საწვავზე მომუშავე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. Hwasong-18 გამიზნულია აშშ-ის ტერიტორიის მისაღწევად.