უკრაინელებმა A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და Il-22-დააზიანეს - უკრაინული მედია

უკრაინული მედია „ხალხის მსახურის“ წევრ დეპუტატზე, იური მისიაგინზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული „ა-50“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და „ილ-22“ ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს.


„უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ თვითმფრინავს, კერძოდ „ა-50“-სა და „ილ-22“ ბომბდამშენს, რომლებიც აზოვის ზღვის თავზე იმყოფებოდნენ,“ - წერს სახალხო დეპუტატი.

უკრაინული მედია თავდაცვის ძალების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ა-50“ მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც კირილოვკას რაიონში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებოდა. „ილ-22მ1“ კი საბრძოლო მორიგეობაზე სტრელკოვის რაიონში იმყოფებოდა. დაზიანებულ თვითმფრინავს ანაპაში დაშვება სურდა, პილოტმა ევაკუაცია მოითხოვა, ასევე ექიმები და მეხანძრეები გამოიძახა.