ბერლინსა და მის მეზობელ პოდსტამში ათასობით მოქალაქე - მათ შორის კანცლერი ოლაფ შოლცმა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი შეიკრიბნენ. ისინი მონაწილეობდნენ დემონსტრაციაში, რომელიც მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ გაიმართა.
მედიაში გავრცელებული მონაცემებით, პოდსტამში თავი მოიყარა 10 000-მდე მოქალაქემ, ბერლინში - 25 000-მდე პირმა.
აქციას რამდენიმე დღით უძღოდა წინ საგამოძიებო ანგარიშის გავრცელება, რომლის თანახმადაც მემარჯვენე ექსტრემისტებმა და ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრებმა შეხვედრაზე იმსჯელეს გერმანიიდან მილიონობით მიგრანტის დეპორტაციის გეგმებზე.