დიდი ბრიტანეთი NATO-ს წვრთნებისთვის ევროპაში 20 000 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს

დიდი ბრიტანეთი 20 000 სამხედრო მოსამსახურეს გამოყოფს ევროპის მასშტაბით NATO-ს მთავარ წვრთნებში მონაწილეობისთვის, რომელიც წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

გაერთიანებული სამეფრო ასევე უზურნველყოფს სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს. შესაბამის ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

კერძოდ, 16,000 ბრიტანეთი ჯარისკაცი აღმოსავლეთ ევროპაში თებერვლიდან ივნისამდე დაფუძნდება. ასევე გამოიყოფა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი, F35B Lightning-ის თავდასხმის თვითმფრინავები და სათვალთვალო თვითმფრინავები. NATO-ს წვრთნები Steadfast Defender 24  - დასავლური ალიანსის 75-ე წლისთავს აღნიშნავს.


„დიდი ბრიტანეთი ევროპაში გაგზავნის დაახლოებით, 20 000 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარ პერსონალს, რათა მონაწილეობა მიიღოს NATO-ს ერთ-ერთ უდიდეს განლაგებაში ცივი ომის დასრულების შემდეგ,“ - განაცხადა თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა.