ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში გაემგზავრება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს. ამასთან, შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს განსაზღვრავს.


სომხეთში ამერიკელი კოორდინატორი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში.

საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.